ციფრული ბიბლიოთეკა

ხაყანი შირვანი

1120 - 1199

ავტორის შესახებ

ხაკანი შირვანი, ხაყანი შირვანი, აფზალ ალ-დინ ბადილ ( დ. 1120/1126, შემახა – გ. 1199, თავრიზი ) – სპარსელი პოეტი. დაიბადა ხელოსნის ოჯახში. მამამ, დურგალმა ალიმ, ადრე მიატოვა ცოლ-შვილი. ხაკანი შირვანი აღზარდა ბიძამ და იმ დროის კვალობაზე კარგი განათლება მიაღებინა (შეასწავლა ენები, ფილოსოფია, მედიცინა, ასტრონომია). ხაკანი შირვანი დედით ქრისტიანულ წრეებს უკავშირდებოდა. ჭაბუკი პოეტი დასაწყისში სუფიურმა იდეებმა გაიტაცა, აქედანაა მისი პირველი ფსევდონიმი — „ჰაყაიყი“ (ჭეშმარიტების მაძიებელი). მალე იგი შირვანის ლიტერატურული სკოლის მეთაურმა აბუ ლ-ალა განჯევიმ დაიახლოვა და შირვანშაჰთა სამეფო კარს წარუდგინა.