ავტორის შესახებ
გიორგი ტოვსტონოგოვი ( დ. 28 სექტემბერი, 1915, თბილისი – გ. 23 მაისი, 1989, ლენინგრადი ) – საბჭოთა რეჟისორი და პედაგოგი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1968), პროფესორი. სსრკ სახალხო არტისტი (1957). სოციალისტური შრომის გმირი (1983). ლენინური პრემიის (1958), ორი სტალინური პრემიისა (1950, 1952) და ორი სსრკ სახელმწიფო პრემიის (1968, 1978) ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე (1983).


