ციფრული ბიბლიოთეკა

იაკოვოს კაბანელისი

1922 - 2011

ავტორის შესახებ

იაკოვოს კაბანელისი ( დ. 2 დეკემბერი, 1922 – გ. 29 მარტი, 2011 ) – თანამედროვე ბერძნული დრამატურგიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. მან საკმაოდ რთული ცხოვრების გზა განვლო. სწავლა დამთავრებულიც არ ჰქონდა, როდესაც მაუტჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა, სადაც ორი წელი გაატარა. 1945 წელს, განთავისუფლების შემდეგ იგი საბერძნეთში დაბრუნდა. კაბანელისს სამოცზე მეტი პიესა აქვს დაწერილი. არ არსებობს საბერძნეთში თეატრი, რომლის რეპერტუარშიც არ იყოს კაბანელისის რომელიმე ნაწარმოები. იგი ფსიქოლოგიური თეატრის მიმდევარია – მისი პერსონაჟების ხასიათები ყოველთვის ძალიან ღრმაა, ამასთანავე მაყურებლისთვის ძალიან ნაცნობი და ადვილად ამოსაცნობი.