ციფრული ბიბლიოთეკა

გოდერძი ჩოხელი

1954 - 2007

ავტორის შესახებ

გოდერძი ჩოხელი ( დ. 2 ოქტომბერი, 1954 – გ. 16 ნოემბერი, 2007 ) – ქართველი მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი კინოსარეჟისორო ფაკულტეტი 1979 წელს. 1972 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, 1974 წლიდან გადავიდა კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე. 1977 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში; 1979 წლიდან იწყებს მუშაობას კინოსტუდია "ქართულ ფილმში" დამდგმელ რეჟისორად; 1980 წელს გამოიცა პირველი წიგნი "წერილი ნაძვებს" (1980); წიგნს წლის საუკეთესო პირველი წიგნის პრემია მიენიჭა; 1981 წლიდან წიგნი რუსულ ენაზე ითარგმნა. გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: "ბინდისფერი ხეობა" (1981), "თევზის წერილები" (1989), "შემინახე, დედაო მიწავ!" (1991), "სულეთის კიდობანი", "არჩევნები სასაფლაოზე"; ლექსების კრებული "ბედი მდევარი", მოთხრობების კრებული იტალიურ ენაზე "შავი არაგვი", რომელიც ითარგმნა სხვა ენებზეც. რომანები: "მგელი" (1988), "მღდვლის ცოდვა" (1990), "ადამიანთა სევდა" (1984), "სულეთის კიდობანი". გოდერძი ჩოხელს გადაღებული აქვს თექვსმეტი მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმი.