ავტორის შესახებ
გიორგი მთაწმინდელი, გიორგი ათონელი ( დ. სავ. 22–დან 29 მარტის ჩათვლით, 1009, თრიალეთი – გ. 29 ივნისი, 1065, კონსტანტინოპოლი, დაკრძალულია ათონის ივერთა მონასტერში ) – ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მწერალი, მთარგმნელი; ქართული ეროვნული კულტურის მოამაგე; ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვარი; საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველთა სამეცნიერო-ლიტერატურული საქმიანობის სულისჩამდგმელი; საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი.