ავტორის შესახებ
მიხეილ (მიხაკო) წერეთელი (ფსევდონიმები — „Baton“, „მ. სანგალა“, „ალაროდიელი“, „ვრაცი“; დ. 23 დეკემბერი, 1878, სოფელი ცხრუკვეთი ― გ. 2 მარტი, 1965, მიუნხენი, გერმანია) — ქართველი მეცნიერი ძველი აღმოსავლეთის ისტორიის დარგში, ლინგვისტი, სოციოლოგი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი, ცნობილი ექიმის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ვასილ წერეთლის (1862-1937) უმცროსი ძმა, საქართველოს ეროვნული გმირი. სხვადასხვა დროს იყო მარქსისტი, ანარქისტი, ნაციონალისტი.