ავტორის შესახებ
რუსუდან ნიშნიანიძე ( დ. 1960 ) – ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ასევე, ამავე უნივერსიტეტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი ხელოვნებათმცოდნის სპეციალობით. დაამთავრა თსუ ასპირანტურა. დაიცვა დისერტაცია. იყო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921წ.წ.) მთავრობის არქივზე (პარიზ-ლევილი, ჰარვარდი) მომუშავე საგანგებო სახელმწიფო კომისიის წევრი და ასევე, კონსტანტინე გამსახურდიას ,,კოლხური კოშკისა“ და არქივის დაცვის კომისიის წევრი. მუშაობდა აშშ, პენსილვანიაში, ლიჰაის უნივერსიტეტის საარქივო დეპარტამენტში ჯორჯ და ჰელენ პაპაშვილების სპეციალურ კოლექციაზე.
მონაწილეობას იღებს სამეცნიერო სესიებისა და საერთაშორისო კონფერენციების მუშაობაში. ავტორია 147 სამეცნიერო ნაშრომის, 5 მონოგრაფიის, 6 წიგნის და 3 წიგნაკის.