ავტორის შესახებ
ხაიმ ჰერცოგი (დ. 17 სექტემბერი, 1918 — გ. 17 აპრილი, 1997) — ებრაელი პოლიტიკოსი და ისრაელის მექვსე პრეზიდენტი.დაიბადა ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ბელფასტში ირლანდიის მთავარი რაბინის ოჯახში. სწავლობდა დუბლინის ერთ-ერთ კოლეჯში. 1936 წელს მამამისი აირჩიეს პალესტინის მთავარ რაბინად და მთელი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა პალესტინაში.1975-1978 წლებში იყო ისრაელის ელჩი გაეროში, როდესაც გაერომ სიონიზმი რასიზმის ფორმად გამოაცხადა დემონსტრაციულად ავიდა ტრიბუნაზე და სახალხოდ გადახია აღნიშნული დოკუმენტი.1983 წელს აირჩიეს ისრაელის პრეზიდენტად. აღნიშნულ თანამდებობაზე ხელმეორედ აირჩიეს 1988 წელსაც.1993 წელს გავიდა პენსიაში.გარდაიცვალა 1997 წელს იერუსალიმში.