ავტორის შესახებ
ლევან (ლეონ) ლეონიძე (დ. 1893, სოფ. პატარძეული, ახლანდ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი – გ. 3 ოქტომბერი, 1937 ) – ქართველი სწავლული ვეტერინარი, ფიზიოლოგი, პედაგოგი. პოეტ გიორგი ლეონიძის ძმა.
განათლება ევროპაში მიიღო. სპეციალობით ზოოტექნიკოსი, სამშობლოში დოქტორის ხარისხით დაბრუნდა. 1925 წელს სამეცნიერო მივლინებით გაემგზავრა გერმანიაში, ქალაქ კილში, სადაც 1927 წელს დააარსა სპეციალური ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია. 1929 წელს დაბრუნდა საქართველოში და ექსპერიმენტული ვეტერინარიის სახელმწიფო ინსტიტუტის დირექტორი გახდა. 1932 წელს იყო ზოოტექნიკურ-ვეტერინარული ინსტიტუტის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი; არის ბაქტეოროლოგიური ლაბორატორიის დამაარსებელი. წიგნმა - "მესაქონლეობის ლექსიკონი", რომელიც მიხეილ ჯავახიშვილს მიუძღვნა დიდი სამსახური გაუწია და კვლავაც გაუწევს მეღორეობის დარგის შესწავლაში ქართველ ზოოტექნიკოსებს, რადგან მასში მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით (ისტორიული მონაცემები, საქართველოში ღორის მოშენების, ადგილობრივი ჯიშის დახასიათების, მომთაბარეობის, ხორცის გამოყენებისა და სხვა), გაანალიზებული და გაშუქებულია ბევრი ისეთი მასალა, რომელიც თანამედროვე სპეციალურ ლიტერატურაში ან სრულებით არაა ასახული, ანდა ნაკლებ ხელმისაწვდომია დაინტერესებული მკითხველისთვის. პირველად მცირე ხნით დააპატიმრეს 1934 წელს, შემდეგ კი 1937 წელს და დახვრიტეს.