ავტორის შესახებ
დევიდ ჰიუმი ( დ. 7 მაისი, 1711, ედინბურგი — გ. 25 აგვისტო, 1776, ედინბურგი ) – შოტლანდიელი ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, ეკონომისტი, პუბლიცისტი. დაიბადა ედინბურგში. ერთხანს სწავლობდა იქვე უნივერსიტეტში, შემდეგ კი განათლების მიღება საფრანგეთში განაგრძო. ინგლისში დაბრუნების შემდეგ თავი მრავალ დარგში გამოცადა: მუშაობდა ბიბლოთეკარად, ადვოკატად, დიპლომატად, ბავშვის მასწავლებლად მდიდარ ოჯახში. დაწერა არაერთი პუბლიცისტური ესსე და ინგლისის რვატომიანი ისტორია. ჰიუმის მთავარი ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური თხზულებებია „ტრაქტატი ადამიანის ბუნების შესახებ” (1739) და „გამოკვლევა ადამიანის შემეცნების შესახებ” (1748).