ავტორის შესახებ
ნიკოლოზ რეხვიაშვილი (დ. 24 დეკემბერი, 1904 - გ. 19 ივნისი, 1974) – ქართველი ეთნოლოგი. 1939 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიულ განყოფილებაში; 1942-1951წწ. იყო ამავე განყოფილების გამგე. ქართველი ეთნოგრაფი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1965).