ციფრული ბიბლიოთეკა

ზაზა მეიშვილი

1972 -

ავტორის შესახებ

ზაზა მეიშვილი ( დ. 5 დეკემბერი, 1972 ) – იურისტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი 1995 წელს.1991-1996წწ. იყო ფირმა "ისინდი"-ს იურისტი; 1996-1997წწ. გენერალური პროკურორის საგამოძიებო ნაწილის სპეცჯგუფის უფროსი პროკურორის თანაშემწე; 1997-2001წწ. საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრის თანაშემწე, სასამართლო პერსონალის სექტორის უფროსი; 2001-2002წწ. ეროვნული უშიშროების საბჭოს რეფერენტი; 2002-2003წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი; 2003-2005წწ. თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე, სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე; 2005-2006წწ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე; 2006 წლიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე; 2007 წლიდან საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარე. მიღებული აქვს მადლობა საქართველოში სასამართლო რეფორმის მიმდინარეობის ორგანიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი საქმიანობისათვის (1999). სამოსამართლო სწავლების ცენტრის ლექტორი სისხლის სამართლის პროცესში.