ავტორის შესახებ
ოთარ ბაკურაძე ( დ. 14 იანვარი, 1926 – გ. 22 აგვისტო, 1986 ) – მეცნიერი, ფილოსოფოსი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1949 წელს.
1949–1970წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი და განყოფილების გამგე, 1970–1978წწ. ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი, 1978–1986წწ. ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი, 1986 წელს თბილისის ვანო სარაჯისვილის სახელობის კონსერვატორიის ფილოსოფიის კათედრის გამგე. მოღვაწეობის ძირითადი სფეროები იყო დიალექტიკური მატერიალიზმი, ისტორიული მატერიალიზმი, ფილოსოფიის ისტორია და ეთიკა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი(1965), პროფესორი(1968).