ავტორის შესახებ
პლატონ იოსელიანი ( დ. 27 ნოემბერი [ძვ. სტ. 15 ნოემბერი], 1809, თბილისი – გ. 27 ნოემბერი [ძვ. სტ. 15 ნოემბერი], 1875, იქვე ) – ქართველი ისტორიკოსი.
დამთავრა პეტერბურგის სასულიერო აკადემია ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით 1835 წელს. მუშაობდ თბილისის სემინარიაში ფილოსოფიისა და ფიზიკის მასწავლებლად. 1845-1856წწ. რედაქტორობდა თბილისში გამომავალ რუსულ პერიოდულ გაზეთს ''ზაკავკაზსკი ვესტნიკს''. 1849 წელს საბერძნეთში ყოფნისას, მოინახულა ათონის ივერთა მონასტერი, შეისწავლა ქართული კულტურის ძეგლები. აქტიურად თანამშრომლობდა და კორესპონდენციებს გზავნიდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიაში. 1860-1875წწ. გამოსცა ქართველოლოგიური პრობლემატიკისადმი მიძღვნილი მრავალი ათეული ნაშრომი. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა საქართველოს ქალაქების ისტორიის შესწავლასა და მათი წარმოშობის პრობლემებს. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლების შესწავლასა და გამოცემაში. გამოსცა ჩახრუხაძის ''თამარიანი'' (1838), იოანე შავთელის ''აბდულმესიანი'' (1938), იოსებ თბილელის "დიდმოურავიანი" (1851), ტიმოთე გაბაშვილის "მიმოსვლა"(1852), ანტონ I-ის "წყობილსიტყვაობა"(1853), არჩილ II-ის "თეიმურაზიანი" (1853) და სხვა. 1850 წელს მისი წინასიტყვაობით გამოვიდა გ. ერისთავის "გაყრა". იგი ანტონ I-ის ლიტერატურული სკოლისა და ენობრივი პოზიციის მიმდევარი იყო, რაც გამოვლინდა მის თხზულებაში "პირუჱლ-დაწყებითი კანონნი ქართულისა ღრამატიკისა"(1840). ძველი თაობის წინააღმდეგ მიმართულ "გამოცანებში" (1871). ისტორიის საკითხების გაშუქებისას მნიშვნელოვან ადგილს უთმობდა ფოლკლორულ მასალას, კრებდა ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს. იგი ქართული გამოცანების პირველ ჩამწერად ითვლება. შეადგინა კრებულები "გამოცანანი ქართულნი" (1835) და "ანდაზები და გამოცანები" (1939). საზოგადო მოღვაწე.