ციფრული ბიბლიოთეკა

ალექსანდრე ციბაძე

1936 -

ავტორის შესახებ

ალექსანდრე ციბაძე (დ. 1 ოქტომბერი, 1936, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი, კურორტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1962-1967 წლებში იყო ბორჯომში სანატორიუმ „ლიკანის“ ფუნქციონალური დიაგნოსტიკის ექიმი. 1967-1990 წლებში საქართველოს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, კიბერნეტიკის განყოფილების გამგე. 1990 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯის დირექტორი. ავტორია 123 სამეცნიერო ნაშრომისა კურორტოლოგიასა და ფიზიოთერაპიაში, ბიოფიზიკასა და კიბერნეტიკაში. გამოქვეყნებული აქვს 2 მონოგრაფია: „Взаимодействие вирусов и клеток на фоне магнитного поля“ (Тбилиси, 1992), „ბგერითი სიხშირის მაგნიტური ველის გავლენა ზოგიერთი ვირუსის რეპლიკაციასა და ცხოველმოქმედებაზე“ (თბილისი, 1993). გამოცემული აქვს 2 მეთოდური მითითება, ლექსიკონი და 4 სახელმძღვანელო.