ავტორის შესახებ
დიმიტრი ჯანელიძე ( დ. 26 ივნისი [ ძვ. სტ. 9 მაისი], 1906 , ქუთაისი – გ. 1994 ) – ქართველი თეატრმცოდნე, თეატრის ისტორიკოსი და კრიტიკოსი, პედაგოგი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1958), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1982), ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1965), პროფესორი (1966), სსრკ მწერალთა კავშირის წევრი (1943 წ-დან ). სწავლობდა თსუ-სა და მოსკოვის უმაღლეს ლიტერატურულ კურსებზე. სხვადასხვა დროს მუშაობდა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებსა და უმაღლეს სასწავლებლებში.