ავტორის შესახებ
მანანა დუმბაძე – ლიტერატურათმცოდნე, ჟურნალისტი. ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობს საქართველოს მთარგმნელთა და თარჯიმანთა ასოციაციას. არის არაერთი ლიტერატურული და სამეცნიერო ნაშრომის, ასევე მხატვრული თარგმანის ავტორი. ბოლო დროს იგი განსაკუთრებული ინტერესით მუშაობს სამოგზაურო ჟანრსა და დოკუმენტურ პროზაში. ამ მხრივ საინტერესოა მისი წიგნები: „ინდური დღიური“, „შორია ქაშიდან გულრიფშამდე?!“, „უმიკროფონოდ და უმეგაფონოდ“, „ავღანეთი ბარონის ჭუჭრუტანიდან“, „გზებით დაღარული ჩემი ხელისგული“ და „დაყირავებული პირამიდა“. ამჟამად ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ელჩის მრჩეველია.