ავტორის შესახებ
ტიმოთე გაბაშვილი (დ. 1703 – გ. 1764, ასტრახანი) – ქართველი საეკლესიო (მთავარეპისკოპოსი) და საზოგადო (მწერალი, მხატვარი, მოგზაური, დიპლომატი, კარტოგრაფი), მეცნიერი და მოღვაწე. ტიმოთე გაბაშვილი იყო მეტად განათლებული ქართველი მოღვაწე, რომელიც კარგად ფლობდა ფილოსოფიას, ღვთისმეტყველებასა და რელიგიის ისტორიას. ამავდროულად იცოდა რუსული, ბერძნული და თურქული ენები. ავტორია მემუარული ჟანრის ნარკვევისა – „მიმოსლვა”, სადაც მოცემულია ისტორიული, ეთნოგრაფიული, გეოგრაფიული ცნობები.