ციფრული ბიბლიოთეკა

ქეთევან ელაშვილი

1959 -

ავტორის შესახებ

ქეთევან ელაშვილი ( დ. 3 ივნისი, 1959 ) – ლიტერატურათმცოდნე.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უინივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1981 წელს, ხოლო 1987 წელს - ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1982-1990 წწ. მუშაობდა საქართელოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტში(სამეცნიერო ინფორმაციის ჯგუფში); 1990 წლიდან - დღემდე შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელია, 2009 წლიდან - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1999-2006 წწ. შეთავსებით კითხულობდა ლექციებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უინივერსიტეტში, ხოლო 2001 წლიდან - დღემდე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. არის 65 სამეცნიერო ნაშრომის (ქართული ლიტერატურის ისტორიის, ესეისტიკის და სიმბოლოლოგიის სფეროში) და 4 წიგნის ავტორი, აკადემიური დოქტორი, ესეისტი.