ავტორის შესახებ
ელიზბარ ელიზბარაშვილი ( დ. 28 ნოემბერი 1946, თელავი, საქართველოს სსრ ) – ქართველი გეოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1990), პროფესორი (1991), საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1997), საერთაშორისო ჟურნალის „European Geographical Studies“ (სლოვაკეთი) მთავარი რედაქტორის მოადგილე, ამერიკის შეერთებული შტატების ბიოგრაფიული ინსტიტუტის მრჩეველთა საბჭოს წევრი, მსოფლიო ბანკის ექსპერტი ჰიდრომეტეოროლოგიის დარგში, ღირსების ორდენის კავალერი (2003).