ავტორის შესახებ
ლევან გოკიელი (დ. 3 დეკემბერი [ძვ. სტ. 20 ნოემბერი], 1901, ქუთაისი – გ. 3 იანვარი, 1975, თბილისი) – ქართველი მათემატიკოსი და ლოგიკოსი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1961), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1944). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1935), პროფესორი (1936).