ციფრული ბიბლიოთეკა

ამირან მექვაბიშვილი

ავტორის შესახებ

ამირან  მექვაბიშვილი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. არის ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიის წევრი და ამავე აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. 60-70-იანი წლების პერიოდში ხელმძღვანელობდა ადიგენისა და ახალციხის რაიონებს. მისი უშუალო ინიციატივით ამ რაიონებში გაყვანილი იქნა გზები, აშენდა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა შენობები: მესხეთის სახელმწიფო თეატრი, ბიბლიოთეკები, სკოლები, საბავშვო ბაგა-ბაღები და სხვა. ამირან მექვაბიშვილს გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო შრომა, გამოცემული აქვს არაერთი საყურადღებო წიგნი, მათ შორის 17 მონოგრაფია და დამხმარე სახელმძღვანელო, მაგ: "მოქალაქეობათმცოდნეობა", „ქცევის კულტურა", "მსოფლიო დღეს", მსოფლიოს ყველა დედაქალაქი“, „ქართული ოჯახი, ტრადიციები და თანამედროვეობა“, და სხვა.