ავტორის შესახებ
მიმო მორინა ( დ. 4 აგვისტო, 1933 ) – იტალიელი პოეტი. დაამთავრა პალერმოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და 1957 წელს ამავე უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია საერთაშორისო სამართლის დარგში: „ევროპა, მისი ორგანიზაციის ამჟამინდელ ფაზაში“. 1964 წელს გამოიცა მისი პირველი პოეტური კრებული „მე თვითონ მინდა გადავიხადო“, რომელსაც 1967 წ. მოჰყვა კრებული „ფსიქეა“. 1968 წ. გამოსული ფირფიტა „თანამედროვე ევროპული პოეზია“ შეიცავს მის ლექსებს.