ავტორის შესახებ
დავით კაკაბაძე ( დ. 1 იანვარი, 1959 ) – მთარგმნელი, ჟურნალისტი. დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი; სწავლობდა იენის (გდრ) ფრიდრიხ შილერის სახელობისა და კიოლნის (გფრ) უნივერსიტეტებში. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თსუ-ში და ხელმძღვანელობდა ამავე უნივერსიტეტის გოეთეს კაბინეტს.