ციფრული ბიბლიოთეკა

მიხეილ ნიორაძე

ავტორის შესახებ

მიხეილ ნიორაძე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი; ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; მიღებული აქვს ამერიკის ფიზიკოსთა საზოგადოების პრემია, საქართველოს ეროვნული პრემია; მისი ხელმძღვანელობით მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი აქტიურად თანამშრომლობს გერმანულ კვლევების ცენტრთან. ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო ფონდებით დაფინანსებული მრავალი პროექტის ხელმძღვანელია; საერთაშორისო და ლოკალური კონფერენციებისა და სიმპოზიუმების მონაწილე; გამოქვეყნებული აქვს 130 სამეცნიერო ნაშრომი, დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.