ავტორის შესახებ
ჯორჯ ბერნარდ შოუ (დ. 26 ივლისი, 1856, დუბლინი - გ. 2 ნოემბერი, 1950, ეიოტსენტლორენსი) — ირლანდიელი დრამატურგი, კრიტიკოსი, პოლემიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე. ეკუთვნის სამოცზე მეტი პიესა, მათ შორის გამორჩეულია „პიგმალიონი“ (1913) და „წმინდა იოანა“ (1923). თავისი შემოქმედებით, რომელიც როგორც თანამედროვე სატირას, ასევე ისტორიულ ალეგორიას მოიცავდა, შოუ თაობის წამყვანი დრამატურგი გახდა. 1925 წელს გადაეცა ნობელის პრემია ლიტერატურაში.