ციფრული ბიბლიოთეკა

ჯონი ბიჭიაშვილი

1934 - 2015

ავტორის შესახებ

ჯონი ბიჭიაშვილი ( დ. 1934 – გ. 2015 ) – ინჟინერი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1956 წელს. 1956-1959წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტში" სამრეწველო ნაგებობათა დაპროექტების განყოფილების ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1959-1969წწ. - "სოიუზპრომმექანიზაციის" მოსკოვის საპროექტო-საკონსრტუქტორო განყოფილებაში პროექტების მთავარ ინჟინრად, შემდეგ კი - განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობაზე; ავტორია სტავროპოლისა და ვოლგოგრადის რეგიონებში განხორციელებული საბაგირო გზების მშენებლობის პროექტების; 1969-1971წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის ჰიდრო-მეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-მუშაკად. ამ პერიოდში მისი ზედამხედველობით განხორციელდა გარდაბნის ტერიტორიაზე და რკინაბეტონის კონსტრუქციების კათედრაზე, ასაწყობი რკინაბეტონის ღვარცოფდამცავი სივრცითი კონსტრუქციების ექსპერიმენტული გამოკვლევა; 1971 წლიდან იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დოცენტი, პროფესორი, ჯერ მშენებლობის ორგანიზაციისა და მექანიზაციის, ხოლო შემდგომ სამშენებლო მანქანებისა და მექანიკური მოწყობილობების კათედრაზე; 1964-1967წწ. სწავლობდა მოსკოვის "მრეწმანქანათმშენებლობის" სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში და 1968 წელს მოსკოვის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1988 წელს ლენინგრადის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში აკადემიკოს ლურიეს კათედრაზე სადოქტორო დისერტაცია; 1992-1997წწ. მუშაობდა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის პრორექტორად, სპეცდისციპლინების კათედრის გამგედ. ავტორია 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომელთა შორის 20 მონოგრაფია, სახელმძღვანელო და დამხმარე სახელმძღვანელოა.

ავტორი

წიგნი არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი

ამწე, სატრანსპორტო და უწყვეტი ტრანსპორტის მანქანები-გაანგარიშების მაგალითები

ჯონი ბიჭიაშვილი, იოსებ (სოსო) კირცხალია, გიორგი ბიჭიაშვილი, ზურაბ ბიჭიაშვილი
მერანი-3
წიგნი არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი

სამშენებლო მანქანები და სამშენებლო პროცესების ავტომატიზაცია, წ. 2, ნაწ. 1

ჯონი ბიჭიაშვილი
თსუ-ს გამომცემლობა
1985
წიგნი არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი

სამშენებლო მანქანები და სამშენებლო პროცესების ავტომატიზაცია, წ. 1, ნაწ. 1

ჯონი ბიჭიაშვილი
თსუ-ს გამომცემლობა
1985
წიგნი არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი

მშენებლობის ორგანიზაცია, მექანიზაცია, ავტომატიზაცია, დაგეგმვა და მენეჯმენტი, წ. 1. ნაწ. 1

ჯონი ბიჭიაშვილი, გიორგი სიჭინავა, გენო ნიჟარაძე
ლეგა
2008
წიგნი არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი

მშენებლობის ორგანიზაცია, მექანიზაცია, ავტომატიზაცია, დაგეგმვა და მენეჯმენტი, წ. 3

ჯონი ბიჭიაშვილი, გიორგი სიჭინავა
ლეგა
2009