ციფრული ბიბლიოთეკა

ალექსანდრე ჩიკვაიძე

1932 - 2012

ავტორის შესახებ

ალექსანდრე ჩიკვაიძე ( დ. 19 იანვარი, 1932, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ – გ. 8 მარტი, 2012, იქვე ) – საბჭოთა დიპლომატი და ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. იყო დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, დაინიშნა თენგიზ სიგუას მიერ, 1992 წლის თებერვალში. გააგრძელა ედუარდ შევარდნაძის მთავრობაში მუშაობა, მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი დაბრუნდა საქართველოში 1992 წლის მარტში და აქტიურად მოღვაწეობდა 1995 წლის დეკემბერამდე.