ავტორის შესახებ
პიტერ პომერანცევი ( დ. 1977 ) – ბრიტანელი ჟურნალისტი, ავტორი და ტელეპროდიუსერია. მისი დაბადების შემდეგ მშობლები მალევე გერმანიაში გადასახლდნენ, ხოლო მოგვიანებით ლონდონსა და მიუნხენში ცხოვრობდნენ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, პიტერი 2001 წელს რუსეთში გაემგზავრა და ცხრა წლის განმავლობაში სატელევიოზი არხ „ტნტ“-ში იმუშავა. 2010 წელს პომერანცევი ლონდონში დაბრუნდა. 2013 წლიდან ის აქტიურად წერს და მუშაობს რუსულ პროპაგანდაზე, აქვეყნებს სტატიებს ცნობილ ჟურნალებსა და ფლატფორმებზე, როგორიცაა: Financial Times, NewYorker.com, Wall Street Journal, Foreign Policy, Daily Beast, Newsweek, Atlanic Montly. პომერანცევი თანამედროვე რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ინფორმირებული და გამოცდილი მიმომხილველია.