ავტორის შესახებ
ჰანს-დიტრიხ გენშერი ( დ. 21 მარტი, 1927, ჰალე, გერმანია – გ. 31 მარტი, 2016, ვახტბერგი, გერმანია ) – გერმანელი სახელმწიფო მოღვაწე და გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტიის (FDP) წევრი, რომელსაც ეკავა გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრის თანამდებობა 1969-1974 წლებში, ხოლო საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრისა და გერმანიის ვიცე-კანცლერის პოსტები 1974-1992 წლებში (გარდა 1982 წელს ორკვირიანი შესვენებისა, როდესაც თავისუფალმა დემოკრატებმა ჰელმუტ შმიდტის მესამე კაბინეტი დატოვეს).