ავტორის შესახებ
გაბრიელ ხოსე დე ლა კონკორდია გარსია მარკესი (დ. 6 მარტი, 1927, არაკატაკა — გ. 17 აპრილი 2014, მეხიკო) — კოლუმბიელი მწერალი, სცენარისტი, ჟურნალისტი, გამომცემელი, ლათინურ ამერიკაში სიყვარულით ცნობილი, როგორც გაბო. მიჩნეულია XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მწერლად. 1972 წელს მან მიიღო ნეიშტადტის საერთაშორისო ლიტერატურული პრემია, 1982 წელს კი ნობელის პრემია ლიტერატურაში. იგი მხარს უჭერდა თვითგანათლებას, რაც იმით დასრულდა, რომ სამართლის სკოლას თავი დაანება და ჟურნალისტური კარიერის გაკეთებას შეუდგა. ამ სფეროში, საწყის ეტაპზე, აკრძალვების გარეშე აკრიტიკებდა კოლუმბიისა და უცხოურ პოლიტიკას. 1958 წელს მარკესი დაქორწინდა მერსედეს ბარჩაზე; მათ ორი ვაჟი შეეძინათ — როდრიგო და გონსალო.