ავტორის შესახებ
სილვია პლათი (დ. 27 ოქტომბერი, 1932, ბოსტონი — გ. 11 თებერვალი, 1963, ლონდონი) — ამერიკელი პოეტი და მწერალი. მისი შემოქმედება ძირითადად ლექსებს მოიცავს, თუმცა მასში შედის ასევე ერთი რომანი, ნოველები, საბავშვო წიგნები და ესსეები. პლათი უმეტესწილად ცნობილია როგორც პოეტი, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი რომანი ზარხუფი, რომელიც ნახევრად ავტობიოგრაფიული ხასიათისაა და დეტალურად ასახავს ავტორის დეპრესიულ პერიოდს.
1963 წელს თვითმკვლელობის შემდეგ სილვია პლათი ანგლო-საქსონურ ქვეყნებში სიმბოლურ ფიგურად, კერპად იქცა. მასში ფემინისტები ხედავდნენ იმ სამყაროს მიერ გათელილ ქალურ გენიას, რომელშიც მამაკაცები დომინირებენ.