ავტორის შესახებ
მო იენი (დ. 17 თებერვალი, 1955, შანდუნი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) — თანამედროვე ჩინელი მწერალი, ჰონკონგის ღია უნივერსიტეტის საპატიო ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი[6]. 2012 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში როგორც ავტორს, რომელიც„ჰალუცინაციური რეალიზმის საშუალებით ხალხურ ზღაპრებს, ისტორიასა და თანამედროვეობას აერთიანებს.“ სამშობლოს გარეთ იენი ყველაზე მეტად ცნობილია რომანით „წითელი სორგო“, რომლის მიხედვითაც 1988 წელს ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღეს.