ავტორის შესახებ
გიორგი კალანდია ( დ. 31 მარტი, 1975, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ ) – ქართველი ისტორიკოსი. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი, 2019 წლიდან საქართველოს ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი. გადაცემა „ჩვენებურების“, „წერილები იმედზე“, ავტორი. „დადიანების სასახლეთა გადარჩენის ფონდის“ თავმჯდომარე. მისი ავტორობით გამოიცა 10–მდე წიგნი. 2010-2011 წლებში ასწავლიდა ილიას უნივერსიტეტის სატელევიზო ცენტრში. 2010 წლიდან დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი. 2012 წლიდან ამავე უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. 2019 წლიდან აზიის სამეფო საზოგადოების წევრი. 2020 წლიდან ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) პროფესორი.