ავტორის შესახებ
სვიმონ გამსახურდია ( დ. 1929, თბილისი – გ. 2006 ) – ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იყო სულხან–საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე. უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი. სადისერტაციო თემა – „სწავლა–განათლება ძველ საქართველოში, უძველესი დროიდან XIX საუკუნემდე“. მიღებული აქვს ღირსების ორდენი და იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია.