ავტორის შესახებ
ერიხ მარია რემარკი ( ნამდვილი სახელი ერიხ პაულ რემარკი; დ. 22 ივნისი, 1898, ოსნაბრიუკი – გ. 25 სექტემბერი, 1970, ლოკარნო ) – გერმანელი მწერალი. მისმა ანტიფაშისტურმა რომანებმა დიდი გავლენა მოახდინა და დღესაც ახდენს მრავალ თაობასა თუ საზოგადოებაზე. მის რომანებში უმეტესად ასახულია ომის შემდგომი (როგორც პირველი, ასევე მეორე მსოფლიო ომი) გერმანიის ცხოვრება და საოცარი რეალიზმით არის გადმოცემული მაშინდელი მძიმე სოციალური მდგომარეობა. რემარკის საუკეთესო ნაწარმოებებად ითვლება: „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“, „სამი მეგობარი“ და „ტრიუმფალური თაღი“.