ავტორის შესახებ
გელა ქოქიაშვილი ( დ. 9 აპრილი, 1939, თბილისი, საქართველო ) – ქართველი საოპერო და კამერული მომღერალი (დრამატული ტენორი), მეღვინე, მწერალი, პუბლიცისტი, მკვლევარი და ინჟინერ-ტექნოლოგი. ვოკალისტთა საკავშირო და რესპუბლიკური კონკურსების ლაურეატი, საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი (1980),[1] საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი (1999),[2] მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, ქართული კულტურის ამაგდარი (2019), სიღნაღის საპატიო მოქალაქე (2019), ეკონომიკის დოქტორი (1988).



