ციფრული ბიბლიოთეკა

ჰენრიკ იბსენი

1828 - 1906

ავტორის შესახებ

ჰენრიკ იბსენი ( დ. 20 მარტი, 1828, შიენი, ნორვეგია –  გ. 23 მაისი, 1906, ქრისტიანია ) – ნორვეგიელი დრამატურგი, ნორვეგიული ნაციონალური თეატრის ერთ-ერთი შემქმნელი, მუშაობდა სკანდინავიურ საგებზე დაფუძნებულ დრამებსა და ისტორიულ პიესებზე. ჰენრიკ იბსენი ავტორია ფილოსოფიურ–სიმბოლური დრამატული პოემებისა „ბრანდი (პოემა)“ (1866) და „პერ გიუნტი“ (1867), კრიტიკული სოციალურ–რეალისტური დრმაების „თოჯინების სახლი“ (1879), „მოჩვენებები“ (1881). დრამებში „გარეული იხვი“ (1884), „ჰედა გაბლერი“ (1890), „მშენებელი სოლნესი“ (1892) გაძლიერებულია ფსიქოლოგიზმისა და სიმბოლიზმის ნიშნები, რომლებიც აახლოებენ ნაწარმოებებს მე–19 საუკუნის ბოლოსთვის დამახასიათებელ ნეორომანტიკურ ხელოვნებასთან. თავის ნაწარმოებებში იბსენი ცდილობდა გაეხატა პროტესტი თავისი დროის საზოგადოებრივი წყობილებისთვის, ითხოვდა რა ადამიანის მაქსიმალურ ემანსიპაციას.