ავტორის შესახებ
ზვიად ტყეშელაშვილი – 1995 წელს დაამთავრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურა, მოგვიანებით კი, გახდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის წყაროთმცოდნეობის განყოფილების ხარისხის მაძიებელი. 1998 წელს მიიღო ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის (PhD) ხარისხი. სხვადასხვა დროს გავლილი აქვს ახალგაზრდებთან ფსიქოლოგიური და აღმზრდელობითი მუშაობის ტრენინგები და მიღებული აქვს სერტიფიკატები. 1996-1998 წლებში იყო ყოველდღიური გაზეთის „პირისპირ“ მთავარი რედაქტორი, მთავარი რედაქტორ-გამომცემელის მოადგილე. მონაწილეობას იღებდა მხატვრული და მხატვრულ-პუბლიცისტური ფილმების - „უსუი“, „ნათელი იგი“, „ლომისობა“, ასევე მრავალი სარეკლამო რგოლის სცენარის შექმნასა და გადაღებებში. 1992 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას თსუ-ში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს უნივერსიტეტში, არისტოტელეს სახელობის ბერძნულ-ქართულ უნივერსიტეტში. იყო სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების ოფიციალური მეურვე და მზრუნველი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები, სამეცნიერო მონოგრაფია. მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო და ლოკალური მასშტაბის სამეცნიერო კონფერეციებში, კონგრესებში.