ავტორის შესახებ
ფრედერიკ ბასტია ( დ. 30 ივნისი, 1801 – გ. 24 დეკემბერი, 1850 ) – ფრანგი ბურჟუაზიული ეკონომისტი, ვულგარული პოლიტიკური ეკონომიის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი, 'ფრიტრედერობის პროპაგანდისტი. ბასტია შრომის და კაპიტალის ინტერესების ჰარმონიის თეორიის ერთ-ერთი ავტორია. მხარს უჭერდა „თავისუფალ მეწარმეობას“, რომელსაც ბურჟუაზიულ საზოგადოებაში სოციალური ჰარმონიის დამყარების მთავარ პირობად მიიჩნევდა. ბასტიას ნაშრომი „მძარცველობის ფიზიოლოგია“ ილია ჭავჭავაძემ ქართულად გამოაქვეყნა 1863 წელს ჟურნალ „საქართველოს მოამბის“ მე-8 ნომერში.