ავტორის შესახებ
აკაკი ცომაია – ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. კითხულობს ლექციებს შემდეგ დისციპლინებში: მიკროეკონომიკა, მაკროეკონომიკა, საფინანსო და სავალუტო სისტემა, კაპიტალის ბაზრები, მონეტარული პოლიტიკა, ფისკალური პოლიტიკა, საერთაშორისო ეკონომიკა, თამაშთა თეორია, მენეჯმენტი სტრატეგიული მენეჯმენტი. დოქტორი ცომაია არის მაკროეკონომიკის მკვლევრი და აქვს მკვლევარის გამოცდილება სამეცნიერო-საგრანტო პროექტებში. იგი გახლავთ ფულბრაიტის პოსტროქტორალური საგრანტო კონკურსის გამარჯვებული. აქვს მკვლევართა გუნდის ხელმძღვანელობის გამოცდილება. სხვადასხვა პერიოდში იგი მუშაობდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანისა და ფაკულტეტზე ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობებზე თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში, ილიას უნივერსიტეტსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში.