ავტორის შესახებ
ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი ( დ. 15 სექტემბერი, 1977 ) – ნიგერიელი მწერალი. მისი შემოქმედება როგორც რომანებსა და მოთხრობებს, ასევე არამხატვრულ ტექსტებსაც მოიცავს. ყოველკვირეულმა ბრიტანულმა გამოცემამ The Times Literary Supplement ადიჩი შეაფასა, როგორც „ყველაზე გამოჩენილი კრიტიკულად აღიარებული ახალგაზრდა ინგლისურენოვანი ავტორი, რომელმაც წარმატებით შეძლო ახალი თაობის მკითხველის აფრიკული ლიტერატურით დაინტერესება.“ 2008 წელს ადიჩის მიენიჭა მაკარტურის ფონდის სტიპენდია.[8] 2013 წელს მან წიგნის კრიტიკოსთა ეროვნული წრის ჯილდო მიიღო რომანისთვის „ამერიკანა“, რომელიც The New York Times-მა 2013 წლის საუკეთესო 10 წიგნს შორის დაასახელა.