ავტორის შესახებ
ჯოზეფ რადიარდ კიპლინგი (ინგლ. Joseph Rudyard Kipling; დ. 30 დეკემბერი, 1865, ბომბეი, ინდოეთი ― გ. 18 იანვარი, 1936, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) — ინგლისელი ჟურნალისტი, მოთხრობების ავტორი, პოეტი და რომანისტი. დაიბადა ბრიტანეთის ინდოეთში, რამაც დიდი გავლენა მოახდინა მის შემოქმედებაზე. მის საუკეთესო პროზაულ ნამუშევრებად მიიჩნევა რომანები: „ჯუნგლების წიგნი“ (1894) და „კიმი“ (1901) და მოთხრობა „კაცი, რომელსაც მეფობა უნდოდა“ (1888); ასევე ცნობილია მისი ლექსები. იგი მოთხრობების წერის ხელოვნებაში ინოვატორად მიიჩნევა, მისი „მრავალმხრივი და ნათელი თხრობით გამორჩეული“ საბავშვო წიგნები კი კლასიკადაა აღიარებული.