ავტორის შესახებ
ალექსანდრე ბრეგაძე ( დ. 29 აპრილი, 1931 – გ. 5 იანვარი, 2020 ) – ექიმი–სტომატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1954 წელს. 1954–1957წწ. მუშაობდა ლენინგრადის კურორტთა სამმართველოში; 1957–1960წწ. ხარკოვის სტომატოლოგიურ ინსტიტუტში კლინიკურ ორდინატორად; 1960–1969წწ. ამავე ინსტიტუტის ასისტენტად; 1969–1996წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის გამგე; 1997 წლიდან ამავე კათედრის პროფესორი. ავტორია 121 სამეცნიერო ნაშრომისა, მისი ხელმძღვანელობით მომზადებულია ხუთი სადოქტორო და ექვსი საკანდიდატო დისერტაცია.