ავტორის შესახებ
იოსებ დოლიძე ( დ. 24 თებერვალი, 1903, ნიგოითი, ოზურგეთის მაზრა – გ. 23 ნოემბერი, 1985 ) – ქართველი მეცნიერი, აბრეშუმის ტექნოლოგი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1960), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1963). 1964 წლიდან გარდაცვალებამდე იყო საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის აბრეშუმის ტექნოლოგიის კათედრის გამგე. მისი შრომები ეხება აბრეშუმის პარკის პირველადი დამუშავების ტექნოლოგიასა და აბრეშუმმცოდნეობას. ავტორია წიგნისა „აბრეშუმის პარკის დამზადებისა და პირველადი დამუშავების ტექნოლოგია“ (1964).