ავტორის შესახებ
მიხაელ ენდე ( დ. 12 ნოემბერი, 1929, გარმიშ-პარტენკირხენი – გ. 28 აგვისტო, 1995, ფილდერშტადტ-ბონლანდენი ) – გერმანელი მწერალი, მთელი რიგი საბავშვო ნაწარმოებების ავტორი, რომელთაგან ყველაზე მეტად ცნობილია მოთხრობა „დაუსრულებელი ამბავი“. დღეს ენდეს ნაწარმოებები 40-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი და 35 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გამოცემული[21]. „დაუსრულებელი ამბის“ მოტივებზე გადაღებული რამდენიმე მხატვრული ფილმი. 1989 წელს დაწერილ ზღაპარ „ჯადოსნური სასმელის“ მიხედვით კი 2000 წელს ცნობილი ანიმაციური სერიალი „ვუნშპუნში“ გადაიღეს. ენდეს კალამს ეკუთვნის რამდენიმე პიესა, რომანი და მოთხრობა.