ავტორის შესახებ
ბაკურ სულაკაური ( დ. 30 ივნისი, 1964 ) – მთარგმნელი. 1986-1994წწ. მუშაობდა თბილისის მე-6 საშუალო სკოლის მასწავლებლად; 1996-1998წწ. გამომცემლობა "დიოგენეს" დირექტორად; 1997 წლიდან 2001 წლამდე სათავეში ედგა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას; 1998 წელს დააარსა "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა". არის ავგუსტ სტრინბერგის, ტუვე იანსონისა და ასტრიდ ლინდგრენის წიგნების მთარგმნელი შვედური ენიდან. არის საშუალო სკოლის რვა სახელმძღვანელოს თანაავტორი. 2005 წლიდან "ბაკურ სულაკაურის სკოლის" დირექტორი. გამომცემელი.