ავტორის შესახებ
რუსუდან ყენია ( დ. 1924, თბილისი – გ. 2012, თბილისი ) – ქართველი ისტორიკოსი, პედაგოგი, ფილოლოგი, ხელოვნების მუშაკი. 1946 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1963 წლიდან არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ძველი ქართული ხელოვნების განყოფილების მეცნიერ თანამშრომელი, შემდგომში უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1963 წლეს ასევე გახდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის პედაგოგი, დოცენტი, პროფესორი, თბილისის სასულიერო აკადემიის პედაგოგი. მის მიერ რესტავრირებულია: დავით აღმაშენებლის პინაკი (მოსკოვი, ისტორიის მუზეუმი, 1953); ჯახუნდერის მაცხოვრის ხატი (ქუთაისის მუზეუმი); ჩუკულის ტრიპტიქონი (ქუთაისის მუზეუმი); ჰადიშის, ლაბსყალდის, იენაშის ოთხთავების მოჭედილობა (მესტიის მუზეუმი, 1970); ალავერდის სახარების ყდის მოჭედილობა (ხელნაწერთა ინსტიტუტი, თბილისი, 1972). არის ხელოვნებათმცოდნე, ოქრომჭედლობის რესტავატორი. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1961 წელს. არის სულიერების, კულტურისა და მეცნიერების აღორძინებისა და განვითარების სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის წევრი. 1963 წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.