ავტორის შესახებ
ედიშერ ყიფიანი ( დ. 21 ნოემბერი, 1924, თბილისი – გ. 29 დეკემბერი, 1972, იქვე ) – ქართველი მწერალი.1949 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროლოგიის სპეციალობით. ლიტერატურაში მისი სამწერლო დებიუტი ამავე ხანებში შედგა. პირველი ნაწარმოებები გამოაქვეყნა ახალგაზრდულ გაზეთებსა და „ნიანგში“. 1951 წელს ჟურნალ „დროშაში“ დაიწყო მუშაობა. ჟურნალების ფურცლებზე აქვეყნებდა ნარკვევებსა და მოთხრობებს. მუშაობდა ჟურნალ „მნათობში“ პასუხისაგებ თანამდებობებზე. მისი ნაწარმოებებია „მაღალი ჭერი“, „ათფურცლიანი რვეულები“, „გოგონა რომელსაც ზღვა უყვარს“, „მწვანე ფარდა“, „მეცხრე კარი“ და სხვა. მისი ბოლო ორ რომანია „ცაში ასროლილი ქუდები“ და „წითელი ღრუბლები“. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.