ავტორის შესახებ
ვლადიმერ ვახანია ( დ. 1954 ) – უმაღლესი იურიდიული განათლება მიიღო რუსეთში – დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. იქვე დაიწყო შრომითი საქმიანობა. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორია. არის რამდენიმე აკადემიის ნამდვილი წევრი – აკადემიკოსი. წლების მანძილზე მუშაობდა პროკურორად, ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას. იყო სახელმწიფოთაშორისო ეკონომიკური საზოგადოების სამდივნოს ხელმძღვანელი და მოსკოვის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომებისა და პუბლიკაციების ავტორია, რომელიც სამოქალაქო, საფინანსო, სისხლის სამართლის, კორუფციასთან, ტერორიზმთან, „შავი“ ფულის „გათეთრების“ წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს მიეძღვნა.